17:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 17:02:32, 784 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

სოციალურ მომსახურების სააგენტო თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით ისევ აგრძელებს მოქალაქეების დასაქმების ხელშემწყობი ფორუმების ორგანიზებას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჩართულობით ორგანიზებული დასაქმების ფორუმები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დამსაქმებლისა და სამსახურის მაძიებელის კომუნიკაციის კარგად აპრობირებული და ეფექტური მეთოდია.

დღეს, „თბილისი არტ ჰოლმა“ თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.

ფორუმზე 15-მდე კომპანიამ სამუშაოს მაძიებლებისათვის 1500-მდე აქტიური ვაკანსია წარმოადგინა. თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო და ტურიზმის სფეროებიდან მოგვაწოდეს, ასევე, ფორუმზე წარმოდგენილი იყო ტექნიკური მიმართულების და ავეჯის ხელოსნების ვაკანსიებიც.

აღნიშნული ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს რეალური დამსაქმებლების და სამსახურის მაძიებლის ორგანიზებულ შეხვედრას და დაკავშირებას. ღონისძიებაზე დამსაქმებელი იღებს ინფორმაციას შრომის ბაზარზე არესებული კადრების შესახებ, ხოლო სამსახურის მაძიებელი ეცნობა, თუ რა ტიპის კვალიფიკაციის კადრებზეა მოთხოვნა. სამუშაოს მაძიებელი ერკვევა თავის შესაძლებლობებშიც, - პასუხობს თუ არა დამსაქმებლის მოთხოვნებს მისი უნარები, საჭიროებს თუ არა გადამზადებას და მომზადებას ახალი სპეციალობების ათვისებისთვის.

ნაძალადევის ფორუმის გახსნაში მონაწილეობდნენ: სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარი დავით ჭელიძე და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. სამუშაოს მაძიებლებს მიეწოდათ ინფორმაცია სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების შესახებ. ერთობლივი დასაქმების ფორუმების გამართვა კვლავაც გაგრძელდება.

მოცემული დასაქმების ფორუმი  ერთდღიანია, თუმცა მოქალაქების დიდი ინტერესის დასაკმაყოფილებლად წინსწრებით მოგაწვდით ინფორმაციას, რომ მომავალი ფორუმი უკვე დაიგეგმა და უახლოეს მომავალში ვაკის რაიონში ჩატარდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics