17:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 15:27:01, 668 ნახვა

საზოგადოება
TBILISI OPEN AIR-თან დაკავშირებით „ლისი ვანდერლენდის“ მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „ალთერ ვიჟენ ჯგუფის“ ორგანიზებით, ლისის ტბიდან 2 კილომეტრში, „ლისი ვანდერლენდში“, რამდენიმე საათში ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 გაიხსნება და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

მსმენელის წინაშე წელს 70-ზე მეტი არტისტი წარდგება: Tom Odell, Rosin Murphy, SEVDALIZA, BeardyMan, KayaKata, Roman Flugel, Cleveland, Rachael Yamagata, Papooz, R.O x Konoba, MokuMoku, Avalon, Ritmo, Katana, რეზო კიკნაძის კვინტეტი, დინი ვირსალაძის ტრიო, ზურა რამიშვილის ტრიო, პაპუნა შარიქაძის ტრიო მიშო ურუშაძესთან ერთად და სხვები.

სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს ოთხ განსხვავებულ სცენას (MAIN STAGE, EYE STAGE, GARDEN STAGE, SINGER JAZZ STAGE), კიდევ უფრო მრავალფეროვან მუსიკალურ ჟღერადობასა და უამრავ სახალისო და გასართობ აქტივობას შესთავაზებს. 

თბილისის მერია ფესტივალზე დასწრების მსურველთა გადაადგილებას მუნიციპალური ავტობუსებით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ავტობუსები მეტროსადგურ „დელისიდან“, ყაზბეგის გამზირის, ბუდაპეშტისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით, „ლისი ვანდერლენდამდე“ და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, 14:00-დან 01:00 საათამდე იმოძრავებენ.    

TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის. 

TBILISI OPEN AIR ქვეყნის ყველაზე დიდი კულტურული მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5000-მდე ტურისტი. ფესტივალის გამო ქვეყანაში ტურისტულ ნაკადებს ელიან მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან.

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თბილისის მერია, მეგობარი კომპანია - TBC ბანკი, 
ხოლო სპონსორები: „აისი”, Check in Georgia, მასტერქარდი, LTFR, სტარტაპ მარკეტი, ლიკანი. 

TBILISI OPEN AIR-ის მედია პარტნიორები არიან რუსთავი 2, იბერია, არტ-არეა, მაი ვიდეო, BM.GE, რადიო ენერჯი, ავტო-რადიო, რადიო შოკოლადი, On.ge, ინდიგო, marketer.ge, NETGAZETI.GE, LIBERALI.GE, TABULA.GE, AT.GE, ADJARANET.GE.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics