|
2018-06-22 14:15:31, 861 ნახვა
კომენტარი
სარალიძის ადვოკატი: ბორის კაკუბავამ გაავრცელა სტატუსი, რომელიც პირდაპირ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს
ბორის კაკუბავას [ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის 2 მონაწილის ბაბუა] მიერ გავრცელებული სტატუსი, პირდაპირ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მკვლელთა ვინაობა ძალიან შემჭიდროვებულია, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, კაკუბავას სტატუსში იკვეთება მკვლელობის დეტალები და ამას როგორც კომისიამ, ასევე შსს-მ, მნიშვნელოვაი ყურადღება უნდა მიაქციოს. „ბორის კაკუბავამ გაავრცელა ინფორმაცია სტატუსის სახით, რომელიც ჩვენთვის ძალიან ბევრის მანიშნებელი იყო. ის საჯაროდ, დეტალურად აღწერს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და ჩვენ გვიჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ამ ადამიანმა იცის უფრო მეტი, ვიდრე ამაზე საუბრობს. ამ სტატუსში არის ძალიან ბევრი დანაშაულის შემცველი ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვეთ რეაგირება. კაკუბავას სტატუსში არის საუბარი იმაზე, რომ "ჩემს შვილიშვილს ჩხუბი რომ სდომებოდა წაიყვანდა 50 მეგობარს, მაგრამ წაიყვანა 3, მომაკვდავი დავით სარალიძე ძირს ეგდო. როდესაც მიშა (მიხეილ კალანდია) და მისი მეგობრები გარბოდნენ, მათ წინ შეეფეთათ ლევან დადუნაშვილი, რომელსაც ჭრილობა პირდაპირ გულში მიაყენეს" - ეს დეტალები ჩემი მოსაზრებით პირდაპირ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საყურადღებოა. ბევრი კითხვის ნიშნებია, თუ მომაკვდავი დავით სარალიძე ძირს ეგდო და სისხლისგან იცლებოდა და ამ დროს მიხეილი და მისი მეგობრები გარბიან, პირდაპირ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, თუ რომელ წრეში უნდა ვეძიოთ მკვლელი. იგი საუბრობს, რომ იქ ბევრი ადამიანი არ იყო, იქ იყო მიხეილ კალანდია და მისი სამი მეგობარი, იმ პირთა წრე ძალიან შემჭიდროვდა, ვისშიც უნდა ვეძებოთ უშუალოდ მკვლელი. მეორე - ლევან დადუნაშვილს პირდაპირ გულში მიაყენეს ჭრილობა და პირდაპირ ნათქვამია მიშა და მისი მეგობრები რომ გარბოდნენ წინ შეეფეთა, აქაც პირდაპირ არის გარკვეული თუ რა ვითარებაში მოხდა, აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელზეც თავად ბორისმა როდესაც ამ სტატუსს წერდა, არ იფიქრა“, -აღნიშნა სარალიძეების ოჯახის ადვოკატმა.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)