06:11 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 11:40:22, 433 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქედაში სახალხო ფესტივალის „არტ-გენის“ და ახალი მონუმენტის გახსნას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო ფოლკლორის ფესტივალ „არტგენის" გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

ღონისძიების დაწყებამდე მახუნცეთში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა. თანამედროვე მონუმენტი „სამშობლოს სადარაჯოზე" ცეკვა „ხორუმის" პერსონაჟის -  მესაზღვრის ფიგურას განასახიერებს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას ეძღვნება.

გახსნის ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მათ წინაშე ფოლკლორული ნიმუშებით  ფესტივალ „არტგენის" მონაწილეები წარსდგნენ.

ფოლკლორის ფესტივალი „არტგენი" საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახებს, ხალხური შემოქმედების ანსამბლებს, ცალკეულ მომღერლებსა თუ მუსიკოსებს აერთიანებს. მასში აჭარიდან 18 შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობს.

როგორც ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსგავსი ფესტივალების ჩატარება აჭარის მაღალმთიანეთში ხელს უწყობს ერთის მხრივ ტურიზმის განვითარებას, მეორე მხრივ, ადგილობრივი კულტურის და  თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რაც ყველაზე მეტად იზიდავს უცხოელ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ახალი მონუმენტის ავტორებსა და ფესტივალის ორგანიზატორებს.

„არტგენს" 14 წლიანი  ისტორიის მანძილზე, აჭარის  მაღალმთიანეთი პირველად მასპინძლობს. რეგიონული ტურნესთვის ადგილების შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ტურისტულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილების გაცოცხლება და პოპულარიზაცია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics