|
2015-05-30 16:36:11, 342 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია
მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია, ეს ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ვაშაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა, მსოფლიოში პრაქტიკაში მნიშვნელოვანი პრეცედენტია და ეს საქართველოს ბევრ პოზიტივს მოუტანს. რაც შეეხება სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხს, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლების გადასაწყვეტია დართავენ თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უფლებას ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა. „ეს არის თემა, რომელზეც პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს საზოგადოებას. თუ რას აპირებენ ისინი - დართავენ თუ არა ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილს. მათ უნდა გასცენ პასუხი და ამის შემდეგ იქნება ჩვენი კომენტარები და რეაგირებები ამ თემასთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას და შესაბამისად, ეს სავსებით შესაძლებელია, ასე რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის დათმობასთან დაკავშირებით, თვითონ არავის არ მიმართავს განცხადებით", - აღნიშნა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)