17:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 18:36:50, 793 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, ფერმწერთა ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩამდე, სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გაგი ბუაძესთან ერთად გაეცნო.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 800, 1000 და 1200 მმ დიამეტრის რკინა-ბეტონის მილები ჯამში, 1572 მეტრის სიგრძეზე ეწყობა. სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა და ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა.

თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემა იყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებდა. ერთი, რომ სანიაღვრე არ არსებობდა და მეორე, რომ კანალიზაცია არსებულ სანიაღვრეში ჩაედინებოდა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მინდა, GWP-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი საკანალიზაციო ქსელს აწესრიგებენ. მთლიანად ახალი, რეაბილიტირებული სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე გაეცნენ.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს „კაპიტელი“ აწარმოებს, რომლის ღირებულება 1 063 376 ლარია. პროექტი მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო და ივლისში დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics