|
2018-06-21 16:22:50, 827 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე მსჯელობს
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის სამუშაო შეხვედრა იწყება. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, კონსულტაციები მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უკავშირდება. "კონსულტაციებს გავდივართ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით. როგორც იცით იგეგმება პარტიის გაძლიერება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო რეჟიმში გავიაროთ სხვადასხვა საკითხები და არ გამოვრიცხავ მათ შორის კონსულტაციები დაგეგმილ ცვლილებებსაც მოიცავდეს. იცით, რომ უნდა მომზადდეს პაკეტი სხვადასხვა სამინისტროების შერწყმასთან დაკავშირებით და ამას სჭირდება წინასწარი კონსულტაციები", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ. პარტიის ოფისში მმართველი გუნდის წარმომადგენლები უკვე იკრიბებიან. სამუშაო შეხვედრას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)