23:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 21:06:18, 794 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გადავდივართ ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე

„ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვას“, - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 

„დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა იყო მამუკა ბახტაძისთვის ნდობის გამოცხადება პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე და მე  მოხარული ვარ, რომ ამ პოზიციას იკავებს ღირსეული ადამიანი. ღირსეული პრემიერმინისტრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც დარწმუნებული ვარ წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ გადავდივართ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე და მე მინდა, წარმატებები ვუსურვო მამუკა ბახტაძეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 99 ხმით მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics