|
2018-06-20 16:18:51, 720 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას - ე.წ. შავ სიაში დღეს 630 000 ადამიანია
„ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას... მოსახლეობიდან დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ე.წ. შავ სიაში და მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობა სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. ბახტაძის თქმით, ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბებას. „გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, რისთვისაც დაგეგმილია კაპიტალის ბაზრის რეფორმის, საპენსიო რეფორმის, საჯარო კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარების, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბება და ხარისხობრივი და ტექნოლოგიის ტრანსფერზე ორიენტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში გავზარდოთ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების წილი. ამათგან მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად. ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას, ეს არის სწორედ ის რელევანტური შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ სიტუაციას. იგი არის სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. ერთის მხრივ, ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებსაც შეექმნებათ პრობლემები, ამოვარდნილი არიან აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოსახლეობიდან დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში და მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამიანთა რიცხვში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, რომლებიც ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, ვერ ასაქმებენ ხალხს. უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ მათი ეკონომიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება გამოიწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30 პროცენტი მოკლებულია საშუალებას, რომ ჩართული იყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ინკლუზიურ ზრდაზე. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)