|
2018-06-20 12:57:44, 953 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს [პირდაპირი ეთერი]
პარლამენტი სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (სამთავრობო პროგრამა 2018-2020წ.) და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. პროგრამას დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატი მამუკა ბახტაძე აცნობს. ამის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, შემდეგ იქნება კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობის, უმრავლესობის გამოსვლები და დასკვნითი სიტყვა. მთავრობა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარდგა. სიაში მინისტრობის მხოლოდ სამი ახალი კანდიდატია - საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად ნიკოლოზ გაგუა. სამივე მათგანი მანამდე ამავე უწყებებში მინისტრის მოადგილის თანამდებობებს იკავებდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირება იგეგმება, რასაც პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)