17:45 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 20:44:36, 808 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: სისტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგაოდება მისგან ელოდა

„სისტემამ, სისტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგაოდება მისგან ელოდა“, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე.

 როგორც მან აღნიშნა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს მათ შორის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით, თუ რა იყო შეცდომა და რა არა.

„რაც მოხდა ეს მართლა არის უზარმაზარი ტრაგედია და პირველ რიგში, მინდა ვთქვა რომ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს. ჩვენ როდესაც გვაქვს სიტუაცია, რომ დგება რაღაცა სტატუს კო და ამ შემთხვევაში, საზოგაოდება არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის ის შედეგი, რომელიც იქნებოდა მართებული, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ სისტემამ, სიტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგაოდება მისგან ელოდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეცდომებზე, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც შეიძლება იყოს მსოფლმხედველური აზრთა სხვადასხვობა ჩვენ შორის, რომ რაც მოხდა ეს არის ტრაგედია, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ახლა ყველაზე დიდი პრობლემა სისტემისთვის არის ის, რომ რაღაცა როცა მოხდება, დაზღვეული არავინ არ არის, როგორი ჯანსაღი რეაქცია ექნება მას ამ პრობლემაზე. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის როგორი უზენაესი ფასეულობა არის ეს და საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიით, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ხართ ბატონო სერგი, მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იმისა, ასეთი ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე როგორ უნდა რეაგირებეს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე მე ვამბობ იმას, რომ ის რაც დადგა არ იყო საზოგადოებრივი ინტერესი, ანუ აქედან გამომდინარე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს მათ შორის თქვენი მონაწილეობით, რა იყო შეცდომა და რა არა. მაგრამ სისტემური ანალიზის თვალსაზრისით, როდესაც პოლიტიკური სისტემა მსგავს პრობლემაზე აკეთებს ასეთ რეაქციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ძალიან მაღალი ფასეულობების მატარებელი სისტემა“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics