16:14 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 14:04:49, 593 ნახვა

საზოგადოება
2018-2019 სასწავლო წლისთვის საქართველოში 23 ახალი სკოლა გაიხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს განათლების პრიორიტეტები გააცნო, სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, შენდება 27 ახალი სკოლა, რომელთაგან  23 მათგანი 2018-2019 სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმნიშვნელოვანეს როლს, რომლის მეორე კომპაქტის ფარგლებში 43 სკოლის შენობა რეაბილიტირდა. გარდა ამისა, ამ მიმართულებით აქტიურად არის ჩართული  აზიის განვითარების ბანკიც. შეთანხმების თანახმად, ევროპის საბჭოს ბანკის სესხის ფარგლებში განხორციელდება 25 სკოლის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში უკვე დასრულდა 3 საჯარო სკოლის პროექტირება. ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics