17:45 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 13:42:03, 555 ნახვა

კომენტარი
გახარია: შსს-ს რეფორმების ძირითადი მიზანი ქვეყანაში უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდაა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ  სხდომაზე სამთავრობო პროგრამიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი და მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო კონცენტრირებულად მუშაობს იმ რეფორმების გასატარებლად, რომლის ძირითადი მიზანი ქვეყანაში უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მართლწესრიგი, ეფექტიანი პოლიცია და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი განვითარების დღევანდელ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ვერანაირი ეკონომიკა, ვერანაირი ტურიზმი, ვერანაირი კულტურა, ვერანაირი განათლება ვერ განვითარდება.  ამიტომაც, ჩვენ სრულიად კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმ რეფორმების გასატარებლად, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში.  რეფორმების ამ პაკეტს ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რამეთუ გვესმის, რომ დღევანდელი გამოწვევების პირობებში, პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას და მე ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ შედეგებზე, რომელიც უკვე გვაქვს დეკემბრიდან დაწყებული 6 თვის განმავლობაში, მეშვიდე თვეა და იმ გეგმებზე, რომლებსაც წლის ბოლომდე შევასრულებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics