2018-06-18 21:57:00, 1263 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ყველაზე მძიმე ვითარება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც მიწისქვეშა გადასავლელი დაიტბორა. უწყებაში აცხადებენ, რომ გადასასვლელიდან წყალი უკვე ამოტუმბულია. გარდა ამისა, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა ვარკეთილში.
ამ დროისთვის საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში წვიმს. უამინდობამ პრობლემები შექმნა დუშეთშიც, სადაც წყალი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში შევიდა.
ასევე, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა „საქართველოს რკინიგზამ“, სადაც აღნიშნულია, რომ უამინდობის გამო რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.
ავტორი: ,