|
2018-06-18 19:33:28, 919 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენელთა ჯგუფი ეწვევა
19-21 ივნისს საქართველოს ვიზიტით ეუთო-ს 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდგომ, ეს გახლავთ ეუთო-ს ელჩების პირველი ვიზიტი საქართველოში. ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. ასევე, იგეგმება შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და მოინახულებენ ეუთო-ს დაფინანსებით განხორციელებულ პროექტს სოფელ სობისში. ელჩებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უსაფრთხოების კუთხით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მაცხოვრებლების მდგომარეობას. ასევე, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში დემოკრატიზაციის კუთხით გატარებული რეფორმების თაობაზე.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)