17:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 18:08:55, 672 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე დავით ოქიტაშვილის გამოკითხვას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის გამოკითხვას მოითხოვს.

სარალიძის თქმით, სოციალური ქსელში გავრცელდა ოქიტაშვილის პოსტი, სადაც წერია, რომ ლევან დადუნაშვილი დავით სარალიძის გამო მოკლეს.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება დავით ოქიტაშვილის პოსტი, რომ თითქოს ლევან დადუნაშვილი ჩემი შვილის გამო მოკლეს. მაინტერესებს, თუ მართლა ჩემი შვილის გამო მოკლეს ეს ადამიანი, ხომ უნდა ვიცოდე? საიდან მოიტანა ეს ოქიტაშვილმა? ამის გამო უნდა შევიტანო განაცხადი, რომ დაიკითხოს ოქიტაშვილი. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ დადუნაშვილი სარალიძის გამო მოკლეს, ესე იგი ის რაღაც ინფორმაციას ფლობს. თუ არა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს“, - აღნიშნა სარალიძემ.

 ზაზა სარალიძის თქმით, სოციალური ქსელის საშუალებით, ოქიტაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ლევან დადუნაშვილი დავით სარალიძის გამო მოკლეს, დეზინფორმაციაა.

სარალიძე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოკითხოს ოქიტაშვილი და გაირკვეს, საიდან ფლობს ამ ინფორმაციას, ან თუ არ დადასტურდება მისი ნათქვამი, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხი აგოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics