16:15 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 14:35:09, 711 ნახვა

კომენტარი
კახიანი: ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებად ამ ეტაპზე ფორმალურად მათი მოადგილეები იქნებიან წარმოდგენილნი

„უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკის და საგარაო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, აქედან გამომდინარე მათი მოადგილეები ფორმალურად იქნებიან წარმოდგენილები მთავრობის ახალ შემადგენლობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მოხდება ახალი კანონმდებლობის მიღება შესაბამისი სამინისტროების გაერთიანებასა და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ახალი შემადგენლობის დამტკიცება თავიდან მოხდება.

„ბატონმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა კომენტარი, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება და  გამომდინარე იქიდან, როგორც მან განაცხადა იგეგმება გარკვეული სამინსიტროების გაერთიანება. სამინისტროების რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები იქნება.  მოგეხსენებათ, რომ აცვლილებების განხორციელებას სჭირდება კანონდებლობაში სესაბამისი ცვლილებების გატარება, რაც შეუძლებელია ამ კვირის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ფორმირებას აქვს თავისი ვადები და ამ კვირაშივე უკვე კონსტიტუციის მიხედვით, უნდა მოხდეს მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა და შემდგომ უკვე პარლამენტმა მას ნდობა უნდა გამოუცხადოს. გამომდინარე იქიდან, რომ ვადების თვალსაზრისით, შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონდებლობის ცვლილებების გატარება და შემდგომ უკვე ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ახალი მთავრობის ფორმირება, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაზეც ბატონმა მამუკამ ისაუბრა. მოხდება მთავრობის იგივე შემადგენლობის დამტკიცება იმ განსხვავებით,  რომ სამინისტრო წარმოდგენილი იქნება მინისტრის მოვალეობის შემსრულებლების სახით. პროცედურულად, ხვალ ჩვენ დავიწყებთ, კერძოდ, ხვალვე  დილის 11:00 საათიდან დაიწყება საკომიტეტო განხილვები დაიწყება, შემდგომ ჩატარდება გაერთიანებული კომიტეტების სხდომები და ჩვენ მოვუსმენთ მთავრობის შემადგენლობის წარმომადგენლობებს. ხვალვე იქნება პოლიტიკური ნაწილი, კერძოდ, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისაც ექნება სურვილი შეხვდნენ მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას, მათ ხვალვე შეუძლიათ ეს გააკეთონ. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში. ოთხშაბათს უკვე პლენარულ სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელებთ მთავრობისთვის  ნდობის გამოცხადებაზე. შემდგომ, უახლოეს მომავალში კი მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics