16:15 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 12:58:56, 782 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: თეა წულუკიანის მიმართ ბევრი დასაბუთებული პრეტენზია არსებობს

თეა წულუკიანის მიმართ არასებობს ძალიან ბევრი დასაბუთებული პრეტენზია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრმა ეფექტური რეფორმების გატარება ვერ შეძლო. ის მიიჩნევს, რომ წულუკიანი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არ უნდა იყოს.

„ბოლო დროს განვითარებულ ამოვლენებმა, განსაკუთრებით ნათლად გამოაჩინა რომ მართლმსაჯულების სისტემა, შეიძლება ითქვას, საქართველოში ვერ შედგა, ვერ აშენდა. საბაზისო ფუნდამენტური საკითხები ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და თავიდან არის დასაწყები ამ სისტემების შექმნა.აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ, მინისტრთა ახალმა კაბინეტმა, ახალი პრემიერის ხელმძღვანელობით, უნდა აღიაროს და თვალი გაუსწოროს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ კრიზისს და ამ აღიარების ერთ-ერთი დამადასტურებელი იქნება ის, რომ იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც ამდენი მიმართულებით ვერ შეასრულა დაკისრებული ფუნქციები, არ იყოს ახალი კაბინეტის წევრი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ახალ მინისტრთა კაბინეტს დღეს წარადგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics