|
2018-06-18 12:10:56, 654 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კახიანი - მთავრობის ახალი შემადგენლობა კვირის ბოლომდე დამტკიცდება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა კვირის ბოლომდე დამტკიცდება. „ერთი დღე დაეთმობა საკომიტეტო განხილვებს და მთავრობის შემადგენლობის წარმომადგენლებთან მოხდება შეხვედრები, გასაუბრება და ასე შემდეგ. ერთი დღე დაეთმობა პოლიტიკურ ნაწილს ასე ვთქვათ უმრავლესობა, უმცირესობა ფრაქციების შეხვედრა, ერთი დღეს დაეთმობა უკვე პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე კვირაში ეს პროცესი დასრულდება კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დღეს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარადგენს. ამასთან, ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სამინისტროების შემცირებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი სამინისტროები გაერთიანდება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)