|
2018-06-18 11:59:04, 669 ნახვა
პოლიტიკა
ქუცნაშვილის ინფორმაციით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ იქნება. როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვალდებულია, არსებული მთავრობის სრული შემადგენლობა წარმოადგინოს, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება კი, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „მცირე მთავრობის იდეის წარმოჩინებისას, არის ერთი სამართლებრივი ბარიერი დასაძლევი, რომ ჯერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვალდებულია, არსებული მთავრობის სრული შემადგენლობა წარმოადგინოს, შემდეგ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, თუ რომელიმე სამინისტროს შერწყმა იგეგმება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამას მოყვეს საკადრო ცვლილება. ასე რომ დღეს არ ვიასუბრებთ სტრუქრუტულ ცვლილებებზე, დღეს იქნება არსებული მთავრობის ყველა კანდიდატის წარმოდგენაზე საუბარი, ხოლო შემდეგ ეტაპზე გაირკვევა, თუ რომელი სამინისტრო რომელს შეუერთდება“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დღეს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარადგენს. ამასთან, ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სამინისტროების შემცირებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი სამინისტროები გაერთიანდება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)