|
2018-06-15 20:15:58, 996 ნახვა
სამართალი
სასამართლო ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მცხეთის რაიონული სასამართლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „2018 წლის 15 ივნისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ალიკ ტ.-სა და დავით გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ და წამებაში დახმარება, ე.ი. პირისათვის ისეთ მოპყრობაში დახმარება, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ. საქმე ეხება 2018 წლის 22-24 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ.-სა და ი.პ.-ს მიმართ ჩადენილ განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენის ფაქტებს. კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისათვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მიაყენეს ასზე მეტი დაზიანება, ლ.ქ.-სა და ი.პ.-ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის გამოც აღნიშნული პირები ვერ გადმოდიოდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძვლები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ალიკ ტ.-სა და დავით გ.-ს ბრალი ედებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიების დანაშაულების შესაძლო ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად ალტერნატივის გარეშე გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ბრალდებულების პიროვნება, მათი საქმიანობა და თანამდებობრივი მდგომარეობა, ასევე ის გარემოება, რომ ამ ეტაპზე ალიკ ტ. და დავით გ. თავს არიდებენ საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებას, ამასთან მოცემულ საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები – დასადგენია საქმეზე წამებასა და განზრახ მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე პირთა წრე, გამოსავლენია დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, რომლებიც ცხოვრობენ და საქმიანობენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. შესაბამისად, დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, განაჩენის აღსრულების, მტკიცებულებათა განადგურებისათვის ხელშეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე – პატიმრობა“, – ნათქვამია განცხადებაში. საქმეზე წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 9 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)