22:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 14:41:24, 480 ნახვა

რეგიონი
დევნილთა მინისტრის მოადგილეები ზუგდიდის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილ ოჯახებს ინდივიდუალურად ხვდებიან

ზუგდიდის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილი ოჯახების მიღების პროცესი გრძელდება.

უკვე მეორე დღეა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები იმ დევნილ ოჯახებს ხვდებიან, რომლებმაც ამ ეტაპზე, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში ბინები ვერ მიიღეს და საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

დევნილების მიღება იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა.  

სამინისტრომ ზუგდიდში, 240 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 4 თორმეტსართულიანი კორპუსი ააშენა. ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი 5361-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ბინები გადაეცემათ. კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი იხურება. 

ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კორპუსები კიდევ 360 დევნილი ოჯახისთვის შენდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics