16:11 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 13:24:59, 861 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კოტე იოსელიანი გუშინდელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა კონსტანტინე იოსელიანმა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების შესახებ, ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ისაუბრა.  

მისი თქმით, აღნიშნულ პირზე „ჭორი დადის“, რომ ის ერთ-ერთ ცნობილ ადამიანთან რომანტიკულ ურთიერთობაშია. 

მის საქციელს მალევე მოყვა რეაქცია ენმ-ს რიგებიდან. 
წევრებმა იოსელიანისგან საჯარო ბოდიში ფეისბუკზე გავრცელებული განცხადებებით მოითხოვეს.

როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტარი სალომე სამადაშვილი წერს,  იოსელიანმა უკიდურესად დააზიანა პარტიის რეპუტაცია. 

„ენმ-ი ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანებაა, შესაბამისად მე, ისევე, როგორც პარტიის ყველა წევრი, ველოდებით საჯარო ბოდიშს კოტე იოსელიანისგან არაეთიკური საქციელისთვის, რომელმაც უკიდურესად დააზიანა პარტიის რეპუტაცია. მსგავსი საქციელი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება“,- წერს სამადაშვილი. 

საჯარო ბოდიში, პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, მარიამ გერსამიამაც მოითხოვა.

მისი თქმით, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების დროს მეტი პასუხიმგებლობაა საჭირო. 
საპასუხოდ, კოტე იოსელიანმა წუხელ  წერილი გაავრცელა, სადაც ის ბოდიშს იხდის, თუმცა ნაწილობრივ კვლავ ტირაჟირებს ზემოთ აღნიშნულ ჭორს. 

„ვწუხვარ, თუ ამ დისკუსიის დროს უნებურად დავაზიანე ადამიანების პირადი გრძნობები, რაც დანამდვილებით არ ყოფილა ჩემი მიზანი“,- დაწერა კოტე იოსელიანმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics