16:13 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 19:24:26, 752 ნახვა

კომენტარი
ქუცნაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ბახტაძე ძალიან გამოცდილია, მაგრამ იქნებ სწორედაც, რომ სიახლეა საჭირო

ვერ ვიტყვით, რომ მამუკა ბახტაძე არის ძალიან გამოცდილი, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. 

 მისი თქმით, ბახტაძე არის კომუნიკაბელური ადამიანი და მან ეს დაამტკიცა, როგორც ფინანსთა სამინისტროში მუშაობისას ასევე პარლამენტთან ურთიერთობაში.

„ბუნებრივია, მას არ აქვს მთავრობაში დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება. ის რამდენიმე თვეა, მინისტრია, თუმცა ამ რამდენიმეთვიანი მინისტრობის დროს მან დაამტკიცა, რომ კარგი თანამშომელი იყო როგორც ფინანსთა სამინისტროს შიგნით, ისე მთავრობაში და პარლამენტთან თანამშომლობაში. ამ ადამიანს კომუნიკაცია არ უჭრის. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ის არის ძალიან გამოცდილი, სულ რამდენიმე თვე იმუშავა მთავრობაში, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო; იქნებ სწორედაც რომ ისეთი ადამიანები არიან დღეს საჭირო, ბატონი მამუკას სახით, რომელიც თავისუფალია წარსული კლიშეებისგან და განწყობილია რეფორმატორულად და ინოვაციურად“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.წარდგენის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატმა გუნდს მადლობა გადაუხადა და საკუთარ ხედვებზეისაუბრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics