19:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 14:27:23, 702 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე

ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის განცხადებით,   პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სწორი პასუხის გასცა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც პრემიერ მინისტრების შეცვლასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია და ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ამ გამონათქვამს ძალიან კარგად და სწორად უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ჩენ ყველას შეგვახსენა, რომ ჩვენ  ვართ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომ პარტია რომელსაც აქვს  საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით, ისე როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი საქართველოს კონსტიტუციაში.

მე არ შეიძლება ვიცოდე ვინ იქნება მომავალში პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, შემდეგ ეს კანდიდატი რომელიც ჯერ არ დასახელებულა როგორ დააკომპლექტებს საკუთარ კაბინეტს, ამას აქვს თავისი პროცედურა და ასევე  წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს.  ყოველთვის ვიყავი და ვარ ქართული ოცნების გუნდური მოთამაშე“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics