16:11 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 11:18:25, 620 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები

გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ,– ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. 

ჯანელიძემ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო და ამაყობს წლების განმავლობაში მიღწეული შედეგებით. 

„დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ამ გუნდს და საქართველოს მომავალი წარმატებები ჰქონდეს როგორც საგარეო, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ის შედეგები იქნა მიღწეული, რითაც ვამაყობ. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics