07:03 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 11:13:40, 863 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი: პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად მოვკიდეთ ამ კარვებს ხელი და გადავიტანეთ ტროტუარზე

შინაგან საქმეთა მინისტროს მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში, რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან მიმდინარე  აქციის დროს პოლიციის მიერ კარვების აღების შესახებ ისაუბრა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და კარვებიც კანონის სრული დაცვით გადაიტანეს გზის სავალი ნაწილიდან.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს კარვები აბსოლუტურად მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში გადავიტანეთ ტროტუარზე, მოქალაქეებს მივეცით იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატვის თავისუფლების რეალიზება მშვიდობიან გარემოში, უკვე ტროტუარზე მოეხდინათ. ყველამ კარგად ნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები. ეს კარვები უკვე ამ ადამიანების მხრიდან გამოიყენებოდა არა როგორც გამოხატვის თავისუფლების ეფექტიანი რეალიზაციის შესაძლებლობა, რასაც ჩვენც ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, იმიტომ, რომ, როგორც სამართალდამცავი ორგანო, ჩვენც პატივს ვცემთ კანონს... ეს კარვები, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ გამოიყენებოდა როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ინსტრუმენტი, იმიტომ, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც კარავში შესულ პოლიციელებს ჯერ ერთი - არ უშვებდნენ, მეორე - შიგნით შესულ პოლიციელებს რომლებსაც, რომლებსაც აბსოლუტურად ჰქონდათ ამისი უფლება, იმიტომ, რომ ეს არ იყო ვიღაცის კერძო საკუთრება, სადაც შესვლას, მაგალითად, მოსამართლის განჩინება სჭირდება, პირობითად რომ ვთქვათ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას", - განაცხადა მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics