|
2018-06-12 18:46:38, 813 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: განვიხილეთ გაერო-ს კვლევის შედეგები - სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეკრებაზე გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები განიხილეს. „დასრულდა უმრავლესობის შეხვედრა, სადაც ჩვენ მიმდინარე საკითხებზე ვიმსჯელეთ, ასევე გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე და ამ შედეგებთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები. მათ შორის, კვლელვებით უკვე ცნობილია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც ხელისუფლებისა და მთავრობის მოქმედების გეგმა საჭიროა, ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე დაიდო. უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი და მოვლენები, რომლებიც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა ქვეყანაში. განვიხილეთ გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ. ბევრი ადამიანი კვლავ ელოდება ხელისუფლებისგან ქმედით დახმარებას და ჩვენ მთავრობისგან ველოდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, ეს არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილი იყო, შეხვედრაზე მათ საკადრო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ. ამასთან, დღეს „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)