|
2018-06-12 15:27:51, 657 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაბთაი ცურს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაბთაი ცურს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო - ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე რომლის წინაშეც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა დგას. საუბარი შეეხო კონფლიქტის შედეგად აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების უკანონო გასხვისების ფაქტებს. „ჩვენ ერთნაირად ვიბრძვით ადამიანი უფლებების იმ ფუნდამენტური უფლებების დასაცავად რასაც საკუთრების უფლება ჰქვია. მნიშვნელობა არ აქვს ეს ქონება ეკუთვნის ქართველს, ებრაელს, ბერძენს თუ უკრაინელს მისი ხელყოფა დაუშვებელია და მისდამი შეუფერხებელი წვდომა თითოეული მესაკუთრის უფლებაა“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის ამაღლებისა და ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ისრაელის მთავრობის როლის გაზრდის შესაძლებლობას. შეხვედრის მონაწილეებმა დაგმეს სირიის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)