14:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 22:18:07, 1053 ნახვა

კომენტარი
სარალიძე: მაქსიმალურად ვითანამშრომლებ კომისიასთან და იმედია, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას მივაღწევთ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძესა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა.

სარალიძის თქმით, შეხვედრზე საქმის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრეს, რადგან კომისიის წევრები საქმის მასალების ნაწილს უკვე გაეცნენ.

„ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ მაქსიმალურად კომისიასთან. გავიარეთ რაღაც დეტალები, ძალიან დამაჯერებელ დეტალებზე ვისაუბრეთ. კომისიამ დაიწყო უკვე საქმის მასალების გაცნობა. იმედია საბოლოო ჯამში მაინც მივაღწევთ ჭეშმარიტებას“, - განაცხადა სარალიძემ.

რაც შეეხება აქციას, მისი თქმით, შესაძლოა ხალხს აქციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდოს.

„აქციაზე ახლა ჩავდივარ და გადავხედავ სიტუაციას. შესაძლებელია მოვუწოდო ხალხს რომ ცოტახნით შევისვენოთ. იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი გაურკვეველი სიტუაცია მოხდა ზალოვანი სტრუქტურებიდან. ამ თემაზე გენინსექციაში მეც ვარ დაბარებული და მისასვლელი ვარ და ძალიან ბევრი საქმეა დღევანდელი დღიდან გამომდინარე გამოსაძიებელი. თუნდაც კუპრავას არასწორი დაკავება, თუნდაც ის ინციდენტი, რაც მოხდა სასადილოში და ფაქტიურად ამ საქმეებზე ვარ სარბენი, რომ აბსოლუტურად მივადევნო ყველაფერს თვალი“,- განაცხადა სარალიძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics