13:58 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 21:32:35, 783 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გაიხსნა

პარლამენტის წინ საავტომობილო გზაზე მოძრაობა ამ დროისთვის გახსნილია.

პარლამენტის წინ საავტომობილო გზაზე მოძრაობა დაახლოებით 1 საათით შეიზღუდა.

აქცია დღეს თავდაპირველად 14:00 საათზე, შემდეგ კი, 18:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.

ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი იმყოფება, ხოლო სუს-ის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც პარლამენტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს, წყლის ჭავლის მანქანები დგას.

შეგახსენებთ, წუხელ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა კარვებით გადაკეტეს. კარვები სამართალდამცველებმა დღეს დილით აიღეს და პარლამენტთან დააბრუნეს, თუმცა მოგვიანებით, დაშალეს და ტერიტორიიდან სატვირთო ავტომობილით გაიტანეს.  ადგილზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სულ 19 პირი დააკავეს, მათ შორის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ზვიად კუპრავა საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე. გარდა ამისა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ტერიტორიას გაარიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, დეპუტატი ნიკანორ მელია. კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძეს, იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, კვლავ პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან. ადგილზეა პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც, მალხაზ მაჩალიკაშვილი. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს, იგი ამ დროისთვის პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდება. შეხვედრას მისი ადვოკატი და სახალხო დამცველი ესწრებიან.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics