14:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 21:03:24, 825 ნახვა

კომენტარი
მელია: ბატონი გახარია არის ყველაზე მძიმეწონიანი დამნაშავე და აუცილებლად აგებს პასუხს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, გათავისუფლების შემდეგ პარლამენტის შენობასთან მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცავებმა ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც დააზუსტეს, რომ ის პარლამენტარი იყო.

 „ივანიშვილის რეჯიმი რის ყველაფერზე  წამსვლელი. დილიდან ხორციელდება დანაშაულებრივი ქმედებები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან.  ჩემ დაკავებას რაც შეეხებამ ითქვამთ განარიდესო, ამას თუ განრიდება  ქვია. ხალხი არის პატიმრობაში, უკანონოდ და უკვე წლებია. დღეს დავინახეთ ხალხი გატაცებული, რომელთა ნაწილს დღესაც ვერ ვპოულობთ, ამ წუთის მდგომარეობით ვერ ვპოულობთ, ამას თუ ჰქვია დაკავება. კი ბატონო, ჩემი შეფასებით, ეს არის დარბევა, იყო წმინდა წყლის დარბევა“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მელია მიმდინარე მოვლენების გამო შს მინისტრს, გიორგი გახარიას  აკრიტიკებს.

„ჩამოშლილია ხელისუფლება, წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს. ნახეთ რა მობილიზაციაა საპატრულო პოლიციის და შსს შენაერთის. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რის გადაცმული სპეცნაზმელებს გადააცველს საპატრულო პოლიციის ფორმა და ასე მოქმედებენ. ბატონი გახარია არის ყველაზე მძიმეწონიანი დამნაშავე დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ეს ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს“,- განაცხადა მელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics