|
2018-06-11 19:16:48, 790 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მთავარია, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ კანონის მოთხოვნებს და ძალის გამოყენებისას არ დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი
მთავარია ერთი მხრივ, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ კანონის მოთხოვნებს და მეორე მხრივ, ძალის გამოყენებისას არ უნდა დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი ყველა დეტალით დაინტერესდება. „ყველა დეტალით დავინტერესდებით. ძალის გამოყენება არის, ზოგადად, ხელისუფლების პრეროგატივა, მთავარია, არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება და ბუნებრივია, ამ კუთხით ჩვენ დავინტერესდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე გაირკვევა დეტალები. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, პროტესტი არის ყველას უფლება, ეს არის კონსტიტუციური უფლება, მთავარია, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ ჩვენ კანონის მოთხოვნებს, ეს არის ერთ მხარეს მნიშვნელოვანი, მეორე მხარს არის მნიშვნელოვანი ის, რომ ძალის გამოყენებისას არ დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი - ამ პროცესებს, ჩვენ, პარლამენტის კუთხით, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)