|
2018-06-11 19:08:39, 687 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: გახარიასგან მივიღე განმარტება,იმისთვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, მოხდა ნიკა მელიას განრიდება
შს მინისტრისგან მივიღე განმარტება, რომ რუსთაველის გამზირიდან ნიკა მელიას განრიდება მოხდა, რათა აღკვეთილიყო სამართალდარღვევა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. მომხდარს ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, დეპუტატის მიმართ განხორციელებული ქმედებასთან დაკავშირებით განმარტება შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო. „ დავუკავშირდი შინაგან საქმეთა მინისტრს, გვქონდა მასთან შეხვედრა და მივიღე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალებთან დაკავშირებით. საქმე იყო შემდეგში: ადგილი ჰქონდა შემთხვევის ადგილზე სამართალდარღვევას ანუ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, იყო გარკვეული ქმედებები განხორციელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიმართ და იმისთვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან. მე დავინტერესდი, ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებას, განმარტება მივიღე ასეთი, რომ მოხდა განრიდება იმისთვის, რომ ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში. განრიდება მოხდა, მოხდა გადაყვანა, შესაბამისად, სხვა ლოკაციაზე, ეს იყო ერთერთი განყოფილება და მყისიერად იქნა ბატონი ნიკა მელია გათავისუფლებული ამ ინცინდენტის შემდეგ. ასეთი განმარტება მივიღე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)