|
2015-05-29 12:21:52, 461 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძის შეფასებით, თიბილოვი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ვერ გადაწყვეტს
ლეონიდ თიბილოვი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილებას, ვერ მიიღებს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთი მზადაა, რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. აბაშიძის განმარტებით, რუსეთი იმ პოლიტიკის გამო, რასაც ის მეზობელ ქვეყნებში ატარებს, დიდ საფასურს იხდის და ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კიდევ უფორ დიდი საფასურის გადახდა მოუწევს. აქედან გამომდინარე, ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება რუსეთისთვის ძალიან მძიმე იქნება. „თიბილოვი ამას ვერ გადაწყვეტს. რუსეთი იხდის საკმაოდ დიდ საფასურს იმ პოლიტიკისთვის, რასაც ის მეზობელ ქვეყნებში ატარებს. თუ ასეთ ნაბიჯსაც გადადგამს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი საფასური უნდა გადაიხადოს და ეს მისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება. ამის თაობაზე მაქსიმალურად უნდა გვყავდეს ინფორმირებული დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)