|
2018-06-11 12:59:58, 977 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „Myway Airlines“ რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს
ქართული ავიაკომპანია „Myway Airlines" რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, რეისები თბილისი-ხარკოვი-თბილისის, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმის, თბილისი-თეირანი-თბილისის, ბათუმი-თეირანი-ბათუმის და თბილისი-სამარა-თბილისის მიმართულებებით შემდეგი განრიგით შესრულდება: · თბილისი-ხარკოვი-თბილისი - 12 ივნისიდან 4 სექტემბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს. · ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი - 13 ივნისიდან 29 სექტემბრამდე, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; · თბილისი-თეირანი-თბილისი - 14 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე - ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს; · ბათუმი-თეირანი-ბათუმი - 22 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ პარასკევს; · თბილისი-სამარა-თბილისი - 23 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს; ფრენები Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. პირველ რეგულარულ რეისს „Myway Airlines" თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით 12 ივნისს შეასრულებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „Myway Airlines"-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 8 ივნისს მიენიჭა. „Myway Airlines"-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სააგენტომ მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა. ამ ეტაპზე "Myway Way Airlines"-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)