|
2015-05-29 11:59:26, 1181 ნახვა
ეკონომიკა
PSP-ში ყოველ შაბათ-კვირას საბავშვო პროდუქტები ყველაზე დაბალ ფასად გაიყიდება
30 მაისიდან PSP-ში ყოველ შაბათ-კვირას „ბავშვთა დღეები“ გაიმართება. „ბავშვთა დღეების“ ფარგლებში PSP-ს ქსელში საბავშვო პროდუქტები ყველაზე დაბალ ფასად გაიყიდება. ფასდაკლება შეეხება ბავშვებისათვის საჭირო ყველა პროდუქტს - საფენებს, ჭურჭელსა და სათამაშოებს, ბავშვთა მოვლასა და კოსმეტიკას, კვებასა და ვიტამინებს. სპეციალურ ფასად გაიყიდება ბავშვთა მანეჟები, ეტლები და ავტოსავარძლები. ფასდაკლებასთან ერთად მომხმარებლები ცალკეულ აფთიაქებში საჩუქრებსაც მიიღებენ. პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კი PSP-ს ცალკეულ აფთიაქებში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახის მოხატვის აქციაც გაიმართება. „ყოველდღიურად ჩვენს ქსელს 60 000-ზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს და მათ შორის ბევრია, ვინც პატარებისთვის სხვადასხვა პროდუქტს იძენს. ჩვენ გადავწყვიტეთ მათთვის გაგვემარტივებინა არჩევანი და ასეულობით პროდუქტი საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად შეგვეთავაზებინა. ფასდაკლების დღეებად შაბათი და კვირა ავირჩიეთ. ამ დღეებში მომხმარებელს მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვა და საუკეთესო ხარისხის პროდუქტის ყველაზე დაბალ ფასად შეძენა შეუძლია“, - აცხადებენ PSP-ში. პროდუქტების შეძენასთან ერთად მომხმარებელი „ჩემი ოჯახის ბარათზე“ ღიმილებსაც აგროვებს და სპეციალურ გათამაშებაში ერთვება, რომელშიც მას თბილისში სამოთახიანი ბინის, ავტომობილისა თუ ყოველთვიური ორიათასლარიანი ხელფასის მოგების შანსი ეძლევა. ბავშვთა დღეების გარდა PSP-ს ქსელში ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მედიკამენტებზე ყველაზე დაბალი ფასების აქცია მოქმედებს. ასევე ყოველი თვის პირველიდან შვიდ რიცხვამდე PSP-ში “საფრანგეთის დღეები“ იმართება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი უმაღლესი ხარისხის ფრანგულ კოსმეტიკას ყველაზე დაბალ ფასად იღებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)