13:36 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-10 18:56:54, 908 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: ვითხოვ გახარიას და წულუკიანის გადადგომას!

ვითხოვ გახარიას და წულუკიანის გადადგომას!- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, შსს განაგრძობს მის მოტყუებას, როგორც საქმის მიმდინარეობისას პროკურატურა ახორციელებდა.  

ის ლევან მორჩაძისა და მირზა სუბელიანის დაკავებასაც გამოეხმაურა.

„ლევან მორჩაძე არ ყოფილა შსს-ს აღმოჩენა. ეს პირი პროკურორებმა კარგად იცოდნენ და ხელისუფლება ამით ცდილობს კალანდიას საქმე გადაფაროს. სუბელიანი პირველივე დღიდან იყო ამ საქმეზე დასაკავებელი. არის თუ არა პროკურატურა ამაში დამნაშავე?! მე ახლა გახარიას გადადგომას ვითხოვ, რადგან მან ფეხებზე დამიკიდა. ის ისევე განაგრძობს ჩემს მოტყუებას, როგორც ეს საქმის დასაწყისში ხდებოდა. არ შეეფერება ის ამ თანამდებობას. ამასთან, უნდა გადადგეს თეა წულუკიანი,რომელიც შოთაძს ტაშს უკრავდა“ - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია „ნუ მომკლავ!“ მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics