09:40 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-10 14:35:21, 1381 ნახვა

პოლიტიკა
დღეს საქართველოს ბულგარეთის პრეზიდენტი ეწვევა

10-12 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ცვეტა კარაიანჩევა ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ცვეტა კარაიანჩევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაძლიერებლად, სტრატეგიულ კოორდინაციას მიმართავენ. ასევე, დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის, რეგულარულ შეხვედრებს ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავებას საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, აქტიურ კავშირს მეგობრობის ჯგუფებს შორის და თანამშრომლობას საპარლამენტო ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს აპარატის თანამშრომლებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

დაგეგმილია ცვეტა კარაიანჩევას შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესა და პირველ ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics