|
2018-06-10 13:58:00, 971 ნახვა
სამართალი
გუდაურში მომხდარი კონფლიქტის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
მიმდინარე წლის 8 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც დაბა გუდაურის ახლოს იჯარით აქვთ აღებული პარაპლანით დაშვების ადგილები, კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ქართველმა მფრინავებმა უკრაინის მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას ოპერატიულად გამოცხადდნენ. დაპირისპირება პოლიციელების მისვლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა მათ მალევე შეძლეს კონფლიქტის განმუხტვა. გამოძიების პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და სამივე დაზარალებული გამოკითხა. ასევე, ტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. აღნიშნული კონფლიქტის მეორე დღეს, ქართველმა მფრინავებმა დაბა გუდაურში პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელი გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირების შედეგად, ქართველმა პარაპლანით მფრინავებმა რუსეთის მოქალაქეებს: სერგეი დემენტიევს და ფეოდორ ჩელიშევს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს. კონფლიქტის დროს დაშავებული ფეოდორ ჩელიშევი ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა კონფლიქტში მონაწილე რუსეთის ორივე მოქალაქე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირების მიზნით. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
(NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)