2018-06-09 18:09:44, 1260 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, მირზა სუბელიანი ბრალდებას აღიარებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.
მას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.
ავტორი: ,