04:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 17:17:19, 1077 ნახვა

სამართალი
შსს - სუბელიანმა ხორავაზე მომხდარ მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ იცოდა, თუმცა სამართალდამცავებს არ შეატყობინა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

კერძოდ, მეზვრიშვილის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ სუბელიანისთვის ცნობილი გახდა მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ.-ს მონაწილოების შესახებ, რაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. მანვე აღნიშნა, რომ სუბელიანი დანაშაულს აღიარებს.

"რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics