|
2018-06-08 16:46:42, 1325 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ნატოს შტაბ-ბინაში უნგრელ კოლეგას შეხვდა
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უნგრელ კოლეგასთან ტიბორ ბენკოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის - ლოგისტიკის წარმატებით განხორციელებაში უნგრეთის მხარდაჭერისთვის კოლეგას მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას უნგრეთიც შეუერთდება. ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთანაც გამართა შეხვედრა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)