|
2015-05-29 09:41:46, 366 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელფასების გაზრდა იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მოქმედი მთავრობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე კვირაში ცენტრში ხელფასების ზრდა იგეგმება. „ხელნაწერთა ცენტრს რაც შეეხება, ეს დადგმულ სპექტაკლს გავდა. მინდა აღვნიშნო, რომ ისე, როგორც არასდროს, ჩვენი მთავრობის პირობებში ხელნაწერთა ცენტრის მიმართ ინტერესი და ყურადღება გაათმაგებულია. ჩვენ თვის ბოლომდე ალბათ დავასრულებთ იქ არსებული სიტუაციის შესწავლას. უნდა შიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ფონდებში არსებულ ვითარებას. ხელნაწერთა ცენტრი არის ჩვენი სახელმწიფოს დიდი საგანძური. იქ ინახება მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები. გეტყვით, რომ იგეგმება ხელფასების მატება. რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ჩვენ ამ პროცესს. იგეგმება ახალი შენობის მშენებლობა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ინტერესი ამ ცენტრის მიმართ აშკარად არის გაზრდილი. ეს ჩვენი ვალდებულებაა. წინა მთავრობები ამ ცენტრს ყურადღებას არ აქცევდნენ და ახლა აღმოჩნდა ცენტრი ასეთი მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)