15:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 00:06:12, 1338 ნახვა

სამართალი
მირზა სუბელიანის 9 საათიანი დაკითხვა დასრულდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში 9 საათი გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

სუბელიანის თქმით, მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი, ამიტომ დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა. „ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები და გავეცი პასუხები. რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. იყო დამატებითი შეკითხვები“, - განაცხადა მირზა სუბელიანმა.

სუბელიანი უწყებაში 14:00 საათისთვის მივიდა, რის შემდეგაც შენობა არ დაუტოვებია. პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ უწყებაში დაბარებულია. მირზა სუბელიანი შსს-ში ადვოკატის გარეშე შევიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics