|
2018-06-07 19:05:44, 1014 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია: მივიღეთ დაპირება, რომ კომისიის საქმიანობა სახალახო დამცველისთვის სრულიად გამჭვირვალე იქნება
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტის წევრს და სპეციალური საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელს სერგი კაპანაძეს და კომისიის წევრს ელენე ხოშტარიას შეხვდა. შეხვედრაზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობა, საგამოძიებო კომისიის მუშაობის გეგმები და პრიორიტეტები, ასევე სახალხო დამცველისა და კომისიის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხები განიხილეს. „ჩვენ არამხოლოდ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საგამოძიებო კომისიასთან, რომლისგანაც სრული გამჭვირვალობის დაპირება მივიღეთ, არამედ დავაკვირდებით და შევაფასებთ კიდეც მის მუშაობას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ ორი დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ საქმის პარალელურად შესწავლა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საკითხის სიღრმისეულად განხილვისა და გამოძიების ხარვეზების დასადგენად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)