2018-06-07 18:37:18, 1220 ნახვა
საზოგადოება
მოსკოვის გამზირზე 10 წლის მოზარდს საპატრულო პოლიციის ავტომობილი დაეჯახა
თბილისში, მოსკოვის გამზირზე, 10 წლის მოზარდს პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, მოზარდი კლინიკა „უნიმედ კახეთშია“ გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაყმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ,