|
2018-06-07 16:02:54, 1060 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
„სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და სწორედ ამ მიმართულებით საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით - უკვე დამტკიცებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, საკრედიტო-საგარანტიო რეფორმაზე მუშაობის პროცესში უკვე გაიმართა არაერთი შეხვედრა რეფორმაში ჩართულ მხარეებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეფორმის გასატარებლად საჭირო ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართული მხარის სურვილია, რომ ევროკავშირი იყოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ერთ-ერთი თანამონაწილე. საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის შესახებ პირველ ვიცე-პრემიერს მაისის ბოლოს აშშ-ში ვიზიტისას დეტალური საუბარი ჰქონდა სავალუტო ფონდში. „მოგეხსენებათ, ფისკალური ჩარჩოს კუთხით, თუ ეს ეხება ბიუჯეტიდან გარკვეული მიმართულების სტიმულირებას, რა თქმა უნდა, დონორ ორგანიზაციებთანაა შესათანხმებელი. ჩვენ მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ და საბოლოო ჯამში, ამ რეფორმის გატარება კიდევ უფრო დაეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმას, რომელიც ასე გვჭირდება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)