12:08 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 14:18:13, 1017 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: მომავალი წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ 3 თვით გაჩერდება და იქ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება

„2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ჩატარდება ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მან „ენგურჰესზე“ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ისაუბრა:

„ენგურჰესზე“ ნამდვილად მოხდა ავარია, რომლის მსგავსიც ბოლო 20 წლის მანძილზე არ მომხდარა. საკმაოდ მალე, 7 დღეში ავარია იყო აღმოფხვრილი. დღეს უკვე ოთხი აგრეგატი მუშაობს და სავარაუდოდ მე-5 აგრეგატს ძალიან მალე დავაერთებთ. არსებობს ინტერაქტიული ვებგვერდი, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ელექტროენერგიის გამომუშავება, ასევე საქართველოდან გასული და შემოსული ელექტროენერგია, სადაც ნათლად ჩანს, რომ დღეს ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ მოხმარებას ელექტროენერგიის და ექსპორტზე გაგვაქვს. რაც ეხება „ენგურჰესის“ რეაბილიტაციას და იქ ჩასატარებელ სამუშაოებს, მუდმივად ტარდება ეს სამუშაოები, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. 2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ჩატარდება ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები. ეს გეგმა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, შეთანხმებული. რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. წელსაც ჩვენ 2 აგრეგატის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. მუდმივად მიმდინარეობს იქ საინვესტიციო პროგრამა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics