04:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 13:44:46, 1128 ნახვა

სამართალი
სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ანა დოლიძე უვადოდ გამწესების პროცესში მოსამართლეთა მხრიდან მისი აცილების შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

დოლიძე მიიჩნევს, რომ აცილება სასამართლო რეფორმების აუცილებლობისა და სისტემაში პრობლემების აღმოფხვრის შესახებ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„აცილებების ეს კასკადი და საბჭოს პოზიცია ქმნის ძალიან საშიშ ტენდენციას. ნებისმიერი ფაქტორით, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის, შეიძლება საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალოს საბჭოს წევრს. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არც ამ პროცესით დაწყებულა და არც დამთავრდება. მე ვაპირებ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციებში, რადგან არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ნებისმიერი მოსაზრებისთვის, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის საბჭოს წევრი დასაჯონ და ჩამოაცილონ საკუთარი ფუნქციების განხორციელებას“, – განაცხადა დოლიძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით,  ეს არის მცდელობა იუსტიციის საბჭომ აიცილოს ის წევრები, რომლებიც კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან.

„ეს გადაწყვეტილება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას ვინაიდან თავად ის განცხადებები და შეფასებები რასაც ანა დოლიძე აკეთებდა არ ეხებოდა არც ერთ კონკრეტულ პირს“, - განაცხადა სულხან სალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics